ბიოგრაფიული ცნობები
პროფ. ნიკო ბერუჩაშვილი, 1947 წ. 21 აგვისტოს დაიბადა ქ. თბილისში.
1965-1970 წწ. თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
1966 წ. -1969 წ. თსუ მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის ლაბორანტი.
1970 წ. წარჩინებით დაამთავრა თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1970 – 1974 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტი.
1971 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ზოგიერთი საკითხი (იალნოს ქედის მაგალითზე)“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1974 წ. - სსსრ უმღლესმა საატესტაციო კომისიამ (ВАК) მიანიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება
1975 – 1982 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი.
1970 – 1984 წწ. თსუ-ს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხოლო 1985 – 2006 წწ. თსუ-ს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე.
1975-76 წლებში ნ. ბერუჩაშვილმა გაიარა განსაკუთრებული კურსი საფრანგეთის პარიზის VII უნივერსიტეტში, და მას შემდეგ სამეცნიერო სტაჟირება საფრანგეთში, პროფ. ჟ. დრეშის ლაბორატორიაში.
1979-2006 წწ. თსუ-ში აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორის დამფუძნებელი და ლაბორატორიეს გამგე.
1981 წ., 33 წლის ასაქში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცე-დროითი ანალიზი და სინთეზი (კავკასიის მაგალითზე)“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიღებული აქვს უმაღლესი ხარისხი - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.
1983 წ. - სსსრ უმღლესმა საატესტაციო კომისიამ (ВАК) მიანიჭა პროფესორის წოდება.
1982 - 2006 წწ. თსუ-ს კარტოგრაფია-გეოდეზიის, შემდგომ (1993) კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგე. 1987 წ-დან პირველად საქართველოში, პროფ. ნიკო ბერუჩაშვილმა დააფუძნა თსუ-ში გეოინფორმატიკის სწავლება.
1983, 1984 წ. თსუ, სადისერტაციო საბჭო გეოგრაფიაში - წევრი
1985-1991 წწ. თსუ, სადისერტაციო საბჭო გეოგრაფიაში - თავმჯდომარე
1992-2000 წწ. თსუ, სადისერტაციო საბჭო გეოგრაფიაში - წევრი
2001-2004 თსუ, სადისერტაციო საბჭო გეოგრაფიაში - თავმჯდომარე
2005 წ. თსუ, სადისერტაციო საბჭო გეოგრაფიაში - წევრი
1994 - 2006 წწ. საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1996 - 2006 წწ. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
1996 – 2006 წწ. საქართველოს გეოგრაფთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი.
1998 – 2006 წწ. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ქართველ გეოგრაფთა ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი.
2004 – 2006 საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის “ლანდშაფტის ანალიზი” დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (2004 წ. XXX მსოფლიო გეოგრაფიულ კონგრესსზე არჩეული იყო “ლანდშაფტის ანალიზი” კომისიის პრეზიდენტად)
2000 – 2005 წწ. სოროსის ფონდის პროფესორი.
2003 წ. - CEFAS კონსულტანტი (საქართველოს სანაპირო ზონის მონიტორინგი).
2003 – 2006 წწ. - მსოფლიო ბანკის კონსულტანტი (ტყის განვითარების პროექტი)
2003 – 2006 წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) გეოგრაფიის ფუნდამენტური პრობლემების სამეცნიერო საბჭოს წევრი.
1987, 1990, 1992-1993, 1994,1995,1996, 1998, 2001,2002, 2003, 2005 წლებში მიწვეული იყო პარიზის VII უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად და ეწეოდა სამეცნიერო სამუშაოებს. გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში (ვარშავა, სოფია, ბრნოს ტულუზა, გრენობლი და სხვა და სხ.).
ნ. ბერუჩაშვილმა გამოაქვეყნა 248 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 28 მონოგრაფია (მათგან 3 პარიზში, 3 მოსკოვში).
მისი ხელმძღვანელობით 25-თმა ასპირანტმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 2 სადოქტორო დისერტაცია