III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - კარტო/გის - დაგეგმარება - მართვა”
GEO ENG
Slider 1
Slider 2
Slider 2
Slider 2
Slider 3
Slider 4
Slider 5
Slider 6
Slider 7
Slider 10
Slider 10
« »

მისალმება


ძვირფასო კოლეგებო,

2027 წლის 29-30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბაზაზე, გაიმართება მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა-კარტო/გის-დაგეგმარება-მართვა“ (ICLDS-2027)

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება მსოფლიოში ცნობილი, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის, კარტოგრაფის, ლანდშაფტმცოდნეობაში სივრცე-დროითი ანალიზის და სინთეზის თეორიული კონცეფციის ავტორს, საქართველოში გეოინფორმატიკის დამფუძნებელს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისიის დამაარსებლისა და მისი პირველი ხელმძღვანელის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის, აერიკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელი სამეცნიერო/ კვლევითი ლაბორატორიისა და მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან (1947-2006) 80 წლის იუბილეს.

კონფერენციის მიზნებია: გეოგრაფიის თეორიისა და პრაქტიკის ინოვაციური ტენდენციების განვითარების, ქართველ და საერთაშორისო მეცნიერთა შორის კავშირების გამყარების, ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენის, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და თანამშრომლობის გაძლიერებას, მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისას მიზნით.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებისა და თემების სპექტრი მოიცავს მეცნიერების შემდეგ დარგებს: ფიზიკური გეოგრაფია და ლანდშაფტმცოდნეობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, რეგიონული გეოგრაფია, კარტოგრაფია, გეოინფორმატიკა და გის ანალიზი, წყლის რესურსების მართვა, რეკრეაციულ-ტურისტული რესურსები და სანატორიულ-საკურორტო მეურნეობა, კლიმატის ცვლილება, მიწის კადასტრი, დისტანციური ზონდირება, ლანდშაფტების დინამიკა, აგროეკოლოგია, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ლანდშაფტის პერცეფცია და ვიზუალიზაცია, ბუნებრივ მოვლენათა რისკების მართვა, ნიადაგმცოდნეობა, სამხედრო გეოგრაფია, სასკოლო გეოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია, ლანდშაფტების კარტოგრაფირება, ლანდშაფტის არქიტექტურა, სამედიცინო გეოგრაფია, თეორიული კარტოგრაფია, დემოგრაფია, ურბანული სისტემების კარტოგრაფირება, გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მართვა, გეოპოლიტიკა და ლანდშაფტი, მდგრადი განვითარების ძირითადი მიზნები და ა.შ.

კონფერენცია ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში: offline, online

კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ქართული და რუსული.
კონფერენცია შედგება პლენარული სესიებისგან, სექციებისა და „მრგვალი მაგიდის-გან”. კონფერენციის ფორმატი ასევე მოიცავს დისკუსიას და კითხვა-პასუხს.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულების სახით.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ერთ დღიანი საველე სესია ყაზბეგის რეგიონში

გმადლობთ, მესამე საერთაშორისო კონფერენციაში “მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა-კარტო/გის-დაგეგმარება-მართვა” მონაწილეობისთვის!